"ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებს

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დროს საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დაფინანსება დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ "ლელო" და "ლეიბორისტული პარტია" დაფინანსებას ვეღარ მიიღებს.

ცნობისთვის, პირველი თებერვლიდან ამოქმედდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.